საზოგადოება
ახალციხეში 51 წლის ქალს მეხი დაეცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთაში, მეხის დაცემის შედეგად, 51 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ოჯახი მთაში, საზაფხულო საძოვარზე იყო წასული . ამინდის გაუარესების გამო, ქალი წვიმას სახლში შეეფარა, დაახლოებით 5 წუთში კი შენობას მეხი დაეცა. შემთხვევის დროს იგი მარტო იმყოფებოდა. გარდაცვლილი თანასოფლელებმა ნახეს.
წყარო; მეცხრე არხი

Print