ახალციხეში 51 წლის ქალს მეხი დაეცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთაში, მეხის დაცემის შედეგად, 51
წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ოჯახი მთაში,
საზაფხულო საძოვარზე იყო წასული
. ამინდის გაუარესების გამო, ქალი წვიმას სახლში შეეფარა, დაახლოებით
5 წუთში კი შენობას მეხი დაეცა. შემთხვევის დროს იგი მარტო
იმყოფებოდა. გარდაცვლილი თანასოფლელებმა ნახეს.
წყარო; მეცხრე არხი