ახალი ამბები
არჩევნების ჩატარებას 39 მილიონი ლარი მოხმარდება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარია გამოყოფილი. "ამ თანხაში შედის არჩევნების მოსამზადებელი ხარჯები, მოხელეთა მომზადება-გადამზადება, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯები, რაც დაახლოებით ორი მილიონი ლარია, ასევე, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება, რაც 7 მილიონი ლარის ფარგლებშია, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ცესკო-ს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ცესკო-ს აპარატის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ხარჯები. კავშირგაბმულობის, კომუნალური, ტრანსპორტირების, ბეჭდვასთან და ინვენტარის შეძენასთან დაკავშირებული თანხები და სხვადასხვა ტიპის ხარჯები" - განმარტა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოყოფილი თანხა - 39 მილიონი ლარი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის ჩასატარებლად არის განსაზღვრული, მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში კი, კალკულაცია ხელახლა მოხდება. ხარჯი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ოლქში დადგება მეორე ტურის ჩატარების საჭიროება. დაფინანსების გეგმა ფინანსთა სამინისტროს წარედგინება და ამის შემდეგ, მეორე ტურის ჩასატარებლად საჭირო თანხა გამოიყოფა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.