საზოგადოება
რობაქიძის ქუჩაზე საკანალიზაციო ჭიდან ფეკალური მასა მოედინება
ახალ უბანში,რობაქიძის ქუჩაზე მცხოვრები ადგილობრივები დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის შეკეთებას ითხოვენ. მათი განცხადებით 3 კვირაა ფეკალური მასა ასფალტზე მოედინება.ადგილობრივები აცხადებენ,რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ერთხელ უკვე მიმართეს,ჯგუფი ადგილზე ერთი დღის განმავლობაში მუშაობდა,თუმცა ბოლო 4 დღეა რაც არავინ გამოჩენილა.მოსახლეობა უსიამოვნო სუნსა და ანტისანიტარიას აპროტესტებს და დახმარებას ითხოვს.ტელეკომპანია "ბორჯომი" საკითხის გარკვევის მიზნით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა,დეტალები ნახეთ სიუჟეტში.
Print