ხიდის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და სამღებრო სამუშაოები ბორჯომში
DATE_FORMAT_LC5
ახალ უბანში რობაქიძის ქუჩის ცენტრთან დამაკავშირებელი ხიდის
რეაბილიტაცია 3 კვირის წინ დაიწყო,თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ
ადგილზე აღარავინ გამოჩენილა და სამუშაოები მიტოვებულია.
ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს შემდეგი მდგომარეობა დახვდა: ხიდზე,
რომლის მოაჯირებიც მოძველებულია და გამაგრებას საჭიროებს სამღებრო
სამუშაოები მიმდინარეობს.ადგილობრივებს ამ ფაქტის ახსნა უჭირთ და
ხიდზე სამუშაოების განახლებას ითხოვენ.