ახალი ამბები
ცესკოში პარტიების წარმომადგენლობა შესაძლოა 6 წევრით განისაზღვროს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების წარმომადგენლობა შვიდი წევრის ნაცვლად, შესაძლოა ექვსი წევრით განისაზღვროს. საქმე "საარჩევნო კოდექში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ეხება, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ახალი პროცედურების შემოღებას ითვალისწინებს. მთავარი სიახლე კი არის ის, რომ ცესკოში წევრების დანიშვნა პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების ნაცვლად, პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობასთან იქნება დაკავშირებული. კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით გადის. პროექტის ინიციატორები არიან ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე, ანრი ოხანაშვილი, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე, გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ოთარ ჩრდილელი, გიორგი კახიანი.

Print