საზოგადოება
ძლიერმა სეტყვამ სამცხე-ჯავახეთში ნათესები და სახლები დააზიანა
ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მოსულმა სეტყვამ ნათესები, ნარგავები და ხეხილი გაანადგურა. მძიმე მდგომარეობაა ახალციხის სოფელ ხეოთში, სადაც სტიქიამ მარცვლეული კულტურებისა და ხეხილის გარდა, საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. გამგეობის ინფორმაციით, 12 ოჯახს წვიმის წყალი შენობებში ჩაუვიდა. მათგან ყველაზე მეტად ორი ადგილობრივის სახლია დაზიანებული.

სეტყვა მოვიდა ადიგენის სოფლებში: ბენარაში, უნწაში, შოლავერსა და ვარხანში. ნიაღვარმა ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა. გამგეობაში განმარტავენ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ზიანი არ ფიქსირდება.

რაც შეეხება ასპინძას, სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ზველსა და ჭობარეთში დააზიანა. გამგებლის ლევან ცაბაძის თქმით, არ ფიქსირდება ინფრასტრუქტურული ზიანი.

მდგომარეობის შესასწავლად დასეტყვილ სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღესვე იმყოფებოდნენ. სტიქიისგან მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია ხვალ შეისწავლის.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.