საზოგადოება
"წმინდა ნიკოლოზის გზა"- სიმბოლური მსვლელობა ბორჯომში
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 22 მაისს ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე ბორჯომში ტრადიციული მსვლელობა მოეწყო. ტიმოთის უბნიდან წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრამდე მრევლმა 21 კმ-იანი მონაკვეთი ფეხით გამოიარა.
სიმბოლური მსვლელობა ბორჯომში უკვე 18 წელია იმართება და მას საფუძველი მეუფე სერაფიმემ ჩაუყარა.
Print