საზოგადოება
NDI - გაიზარდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, 2016 წლის ნოემბრის მერე, ევროკავშირის მხარდაჭერა 71 პროცენტიდან 80 პროცენტამდე გაიზარდა.
წინა კვლევების მსგავსად, ევროკავშირის მხარდაჭერა შედარებით დაბალია უფროსი ასაკის ადამიანებში (70 პროცენტი, მაშინ როცა ახალგაზრდებს შორის ეს მაჩვენებელი 84 პროცენტია) და ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში (54 პროცენტი).

ევროკავშირში წევრობის სურვილი, ძირითადად, ეკონომიკური და დასაქმებასთან დაკავშირებული ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა გაწევრიანების მხარდამჭერებს ასევე მიაჩნიათ, რომ წევრობა საქართველოს უსაფრთხოებასა და დემოკრატიას გააძლიერებს. მათგან ვინც არ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ წევრობა რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს, ხოლო მეოთხედს (24 პროცენტი) სჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ეროვნულ იდენტობას შეასუსტებს.

მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (92 პროცენტი) ინფორმირებულია ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ, თუმცა ეს მაჩვენებელი დაბალია უმცირესობათა დასახლებებში (64 პროცენტი). უმრავლესობის აზრით (78 პროცენტი), უვიზო მიმოსვლის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობა ფინანსურად ვერ გასწვდება ევროპაში მოგზაურობას. უმრავლესობა, 64 პროცენტი, ასევე ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის წესებისა და პროცედურების შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს. მიუხედავად ამისა, 67 პროცენტი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავა. მეტიც, მოქალაქეების მეოთხედი ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა ქართული “მენტალიტეტისა და ეროვნული იდენტობის დაკარგვას” გამოიწვევს.

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის შედეგები 12 მაისს გაასაჯაროვა. კვლევები განხორციელდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და იგი ჩაატარა CRRC საქართველომ.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,7 პროცენტი.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.