საზოგადოება
NDI-იმ კვლევის შედეგები გაასაჯაროვა
გასული წლის ანალოგიურ კვლევებთან შედარებით მოსახლეობაში ევროკავშირის და ნატოს მხარდაჭერა მზარდია, რუსეთი კი აღიქმება საფრთხედ არამარტო საქართველოსათვის, არამდე მეზობელი ქვეყნებისათვის.
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, 2016 წლის ნოემბრის მერე, ევროკავშირის მხარდაჭერა 71 პროცენტიდან 80 პროცენტამდე გაიზარდა. წინა კვლევების მსგავსად, ევროკავშირის მხარდაჭერა შედარებით დაბალია უფროსი ასაკის ადამიანებში (70 პროცენტი, მაშინ როცა ახალგაზრდებს შორის ეს მაჩვენებელი 84 პროცენტია) და ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში (54 პროცენტი).

“საქართველოს მოსახლეობა კვლავაც აგრძელებს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერას,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა, - “თუმცა, ცხადად ჩანს დეზინფორმაციის კამპანიების შედეგი, განსაკუთრებით მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი მოსაზრებების არსებობა, როგორიცაა ის, რომ ევროკავშირი და ნატო გამოიწვევს რუსეთის მხრიდან აგრესიას და დააზარალებს საქართველოს კულტურასა და იდენტობას.” - ამბობს თორნტონი - “მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ლიდერებმა და სხვადასხვა პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ენერგია და ინფორმაცია მიმართონ ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისკენ როგორიცაა უფროსი ასაკის ადამიანები, სოფლის მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონები. დეზინფორმაციის საპასუხოდ მათ ეფექტური და პრევენციული მესიჯების გავრცელება უნდა განაგრძონ”.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.