საზოგადოება
ახალციხე–ბათუმის გზის მშენებლობაზე დასაქმებულები აქციას მართავენ
ვალე–აბასთუმნის გზაჯვარედინზე 30–მდე ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. ინფორმაციას ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს.

ახალციხე–ბათუმის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულები კომპანიისგან სამი თვის ანაზღაურების მიღებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დამსაქმებელმა რვა თვის განმავლობაში ხელფასის ჩარიცხვა რამდენჯერმე დააგვიანა, სამი თვის ანაზღაურება კი ამ დრომდე არ მიუღიათ. როგორც დასაქმებულები ირწმუნებიან, კომპანია კუთვნილი თანხის მიღებას ჰპირდება, თუმცა ანაზღაურება ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ.

"სექტემბრიდან დავიწყე მუშაობა, ერთი თვის ხელფასი მოგვცეს თავიდან. მერე ოქტომბრიდან დეკემბრამდე აღარ მოუციათ. გვპირდებოდნენ დღეს ჩაირიცხება, ხვალ ჩაირიცხება. იმის შემდეგ გავიდა ამდენი ხანი და ჯერ კიდევ არ დაურიცხავთ. ყველას პროცენტიანი კრედიტები გვაქვს აღებული. საქონელი გამოვიყვანე და გავყიდე, რომ ბანკში სესხის პროცენტი დამეფარა" – აცხადებს გზის რეაილიტაციაზე დასაქმებული ანდრია ნატრიაშვილი.

რვაკილომეტრნახევრიანი მონაკვეთის დასრულებამდე, დაახლოებით ერთი კილომეტრია დარჩენილი. თანამშრომლები დღეს სამუშაოდ აღარ გავიდნენ. ფიქრობენ, რომ თუ დარჩენილ მონაკვეთს დაასრულებენ, კომპანია კუთვნილ ანაზღაურებას სართოდ აღარ ჩაურიცხავს. მათივე თქმით, სანამ სამი თვის ხელფასები არ დაერიცხებათ სამუშაოს არ გააგრძელებენ.

ახალციხე–ბათუმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2016 წლის მაისში დაიწყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სამუშაოებს კომპანია "ჩელიაბინსტრანსიგნალი" ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელი კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.