ახალი ამბები
ზურაბ ალავიძე - საქართველოში გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი
,,სამშენებლო სექტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ბევრ ქვეყანაში სამშენებლო სექტორი არის პირველი თუ არა მეორე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ფორმირებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამშენებლო სექტორი დღეს პრობლემატურია - უარყოფითი ბალანსი აქვთ, უჭირთ ბანკებთან ურთიერთობა, რეალური პრობლემები აქვთ. აქტიურად ვმუშაობთ ,,ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან", რომ ეს პრობლემები აღმოვფხვრათ. ყველა კომპანია ჩართულია ამ პროცესში. ის გამჭვირვალეა და დაახლოებით, წლის ბოლომდე გაგრძელდება. ბევრი რამ გავაკეთეთ, ერთად ვმუშაობთ და რაც შესაცვლელია ვცვლით. რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომელსაც ითვალისწინებენ მშენებლები. საქართველოში გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი. ჩვენ უნდა დავხარჯოთ 10 მილიონ ლარამდე უახლოესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში, დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ფული ძირითადად დაიხარჯება ქართველი მშენებლების მეშვეობით და ძირითად სამუშაოებს ისინი შეასრულებენ. საჭიროა ამის მომზადება, როგორც საკანონმდებლო ბაზის, ასევე უნდა მოემზადონ ისინიც. მშენებლობა მარტო ინჟინერია არ არის, აქ მნიშვნელოვანია ფინანსური მენეჯმენტიც, აქედან გამომდინარე, ძალიან მჭიდრო დისკუსია გვაქვს" - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.
Print