საზოგადოება
"350 საქმიდან 30 დისკრიმინაციულ ფაქტს შეიცავდა" - სახალხო დამცველი
კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", მიღებიდან 3 წელი გავიდა. ამ პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა 350 საქმე შეისწავლა. 30 შემთხვევაში დისკრიმინციის ფაქტი დადგინდა. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, დისკრიმინაციის საფუძველი ძირითადად პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებები, სექსუალური ორიენტაცია, ეთნიკური წარმომავლობა და ხშირ შემთხვევაში შშმ პირების უფლებების დარვევა იყო.
ომბუდსმენმა კანონის შეფასებისას, მისი ამოქმედების შემდეგ გამოვლენილ დარღვევებზეც ისაუბრა და აქცენტი კერძო სექტორზე გააკეთა. ნანუაშვილის თქმით, ასეთ კომპანიებს სახალხო დამცველთან თანამშრომლობისა და შესაბამისი საბუთების მიწოდების ვალდებულება არ აქვთ, რაც ხშირ შემთხვევაში საქმის გამოძიებას აფერხებს. თუმცა ომბუდსმენი აქვე აცხადებს, რომ რამდენიმე კერძო კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად, ფეხმძიმობის მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი თანამდებობაზე აღადგინეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
შეცვლილი როლები სპეციალურად საახალწლო გამოშვებისთვის;
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.