ახალი ამბები
"ვესაუბრებით ამომრჩევლებს" - ცესკო-ს აქცია ბორჯომში
"ვესაუბრებით ამომრჩევლებს" - ამ სახელწოდებით საინფორმაციო კამპანია ცესკო-მ დაიწყო და მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
კამპანიის მიზანი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, ამომრჩევლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. დღეს აქცია ბორჯომის ცენტრში გაიმართა. ბორჯომის N36-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა ადგილობრივებს საინფორმაციო ბარათები დაურიგეს და მათი მოსაზრებების გაზიარების მიზნით კითხვარები შეავსებინეს.
Print