ახალი ამბები
პრეზიდენტმა აკა სინჯიკაშვილი წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი წმინდა ნიკოლოზის ორდენით დაჯილდოვა.
"მე მინდა დღეს, როდესაც განსაკუთრებით ვლინდება ჩვენი საზოგადოების ზრუნვა ერთმანეთზე, გამოვყო თქვენი ღვაწლი. თქვენ ბევრი საქველმოქმედო პროექტი განახორციელეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არა მარტო ის ემოცია, რომელიც მოდის პირადად თქვენგან, არამედ ის ემოციაც, რომელსაც თქვენი საქმიანობით აღძრავთ საზოგადოებაში. მინდა, ამას ხაზი გავუსვა და დაგაჯილდოვოთ სპეციალურად, ქველმოქმედი ადამიანებისთვის განკუთვნილი ჯილდოთი - წმინდა ნიკოლოზის ორდენით. გილოცავთ და მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი საზოგადოებისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.პრეზიდენტმა აკა სინჯიკაშვილი ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის დააჯილდოვა.

Print