ახალი ამბები
შესაძლო აკრძალვებს თამბაქოს მოხმარებაზე დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ
თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავს. სხდომაზე დასასწრებად ქვეყანას ეწვევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც კანონპროექტის საერთაშორისო ექსპერტიზასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა საზოგადოებას გააცნობს საკვანძო საკითხებში კანონის იმპლემენტაციის საერთაშორისო გამოცდილებას, ხოლო თამბაქოს ჩარჩო-კონვენციის სამდივნოს ექსპერტები ენდრიუ ვილიამ ბლეკი და როდრიგო სანტოს სეიხო, აგრეთვე თამბაქოს მოხმარების პრევენციის ევროპული ქსელის (ENSP) წამყვანი ექსპერტები დომინიკ გუიანგი კონკრეტული სადავო ნორმების ექსპერტიზას და არგუმენტაციას წარმოადგენენ.
ამასთან, საკანონმდებლო პაკეტზე შენიშვნები აქვს მთავრობას. მთავრობის შენიშვნები 17 გვერდისგან შედგება და ის პარლამენტს უკვე წარედგინა. მთავრობის ადმინისტრაციაში მომზადებულ დასკვნაზე სავარაუდოდ, დღევანდელი განხილვისას იმსჯელებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.