საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა დათა ქაჯაია მედლით დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომელი, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ს წევრი, ძარიანი ავტომობილებით რბოლაში პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ავტომრბოლელი დათა ქაჯაია პირველი ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ პირადად დააჯილდოვა.

მიმდინარე წლის 2 აპრილს დათა ქაჯაია რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ძარიან ავტომობილებს შორის (TCR International Series) საერთაშორისო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონის პირველი რბოლის გამარჯვებული გახდა.

„ყველას ვულოცავ სპორტის საერთაშორისო დღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, როგორც დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ საშუალებას. შს სამინისტროს სპორტული კლუბების წევრები მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები არიან. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ მრავალ გამარჯვებას მოვიპოვებთ“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შს სამინისტროს სპორტული კლუბების წევრებს შორის, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, 16 მსოფლიო ჩემპიონი, 4 ევროპის ჩემპიონი და 2 გინესის რეკორდსმენია.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: დათა ქაჯაია / შსს /
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.