ახალი ამბები
დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა
21 მარტს საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. მედიის წარმომადგენლები ამ თარიღს 1993 წლიდან აღნიშნავენ.
თარიღი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. ქართული ჟურნალისტის დღედ, პირველი ქართული გაზეთის ჯერ "საქართველოს გაზეთის", შემდეგ კი "ქართული გაზეთის" დაარსების დღე დაწესდა. სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი.
Print