საზოგადოება
ბორჯომში გარევაჭრობა აიკრძალა

ბორჯომში გარევაჭრობა აიკრძალა.გარემოვაჭრეებმა დღეს დილით ქალაქის ქუჩები დატოვეს და სავაჭრო ცენტრში გადაინაცვლეს.

გარემოვაჭრეებისთვის გამოყოფილი ალტერნატიული ფართის მფლობელი დავით ბარდაძეა,მისი განცხადებით ფართი შეღავათიან ფასად გაქირავდება,სანიტარული ნორმები კი ადგილზე ყოველდღიურად გაკონტროლდება.გარემოვაჭრეები ახალი სავაჭრო სივრცით კმაყოფილები არიან თუმცა აცხადებენ, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქში გარევაჭრობას არ გააკონტროლებს,ისინი დაკავებულ ფართს დატოვებენ და ვაჭრობას კვლავ ქუჩაში გააგრძელებენ.

 


 


Print