საზოგადოება
საჯარო მოხელეებს ბორჯომში ტრენინგი ჩაუტარდათ
დღეს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებს, პროექტის ფარგლებში სახელწოდებით: „ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა და მისი ხელშეწყობა საქართველოში" ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კანონმდებლობით არსებული გარანტიებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მუნიციპალიტეტებსა და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება იყო. ტრენინგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით,დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგზე გამოხატვის თავისუფლება,პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და დისკრიმინაციის აკრძალვის არსი და საფუძვლები განიხილეს.

 

 


Print