საპენსიო რეფორმის განხილვა მარტში დაიწყება
საპენსიო რეფორმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ამასთან
დაკავშირებით ღია განხილვები მარტში დაიწყება - განაცხადა ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
,, მარტიდან ჩვენ ვიწყებთ ღია განხილვებს, პირველ რიგში,
ბიზნესწრეებთან და ბიზნესასოციაციებთან და შემოდგომაზე კანონს
შევიტანთ პარლამენტში. მისი იმპლემენტაციის პერიოდზე დღეს მსჯელობა
მიმდინარეობს, როგორც მთავრობაში, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის
წარმომადგენლებთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.