ახალი ამბები
დაზიანებული ხიდი და საკრებულოს დეპუტატის ბრალდებები
ხიდი, რომელსაც ერთი წლის წინ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დღეს კვლავ განახლებას საჭიროებს. სილამაზის ხიდის ფეხით სავალი ნაწილი დაზიანებულია, რაც გადაადგილების დროს მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, გამგებლის მოადგილეს პირობის შესრულებას და ადგილობრივების უსაფრთხოების მიზნით ხიდზე მანიშნებლების განთავსებას სთხოვს. დავით როკეტიშვილი გამგებლისა და მისი მოადგილის საზღვარგარეთ ვიზიტსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ხალხზე ამ ქალაქში არავინ ზრუნავს.ანზორ სვანიძე საკრებულოს დეპუტატის ბრალდებებს პასუხობს,მისი განცხადებით ხიდზე მანიშნებლები უახლოეს მომავალში განთავსდება,ლატვიაში კი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
Print