ახალი ამბები
"აუცილებელია თამბაქოს მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება" - უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის თქმით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მყისიერად უნდა უზრუნველყოს, თამბაქოს მავნებლობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30%-ზე მეტი მწეველია, ხოლო 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60% თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობა სახარბიელო არ არის. იმის მიუხედავად, რომ სამუშაო თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა მიჩნეულია ჰაერის დაბინძურებად, მოქმედი საკანონმდებლო ნორმები ვერ უზრყნველყოფს თამბაქოსგან თავისუფალ გარემოს.
სახალხო დამცველის ანაგირშის თანახმად, თამბაქოს რეალიზაციისა და მოხმარების წესების დარღვევის უმრავლესობა გამოვლენილია 2013 წლის მაის-ივნისსა და 2014 წლის პირველ კვარტალში, ხოლო 2015 წელს თამბაქოს რეალიზაციისა და მოხმარების წესების დარღვევის მხოლოდ 2 შემთხვევა.

დასკვნაში მოყვანილი შენიშვნების ნაწილს იზიარებს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, დავით მათიკაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით კონტროლი უნდა გაამკაცროს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.