ახალი ამბები
100 000 დოლარი დაცული ტერიტორიების მხარდასაჭერად

"საქართველოს ბანკმა" "კავკასიის ბუნების ფონდთან" (CNF) მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც საქართველოს ბანკი დაცული ტერიტორიების მხარდასაჭერად 100 000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოყოფს.


თანხა მოხმარდება საქართველოში არსებული 10 დაცული ტერიტორიის: ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის და ფშავ-ხევსურეთის, მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.

 




 

 

Print