"საქართველოს ბანკმა" "კავკასიის ბუნების ფონდთან"
(CNF)
მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც საქართველოს ბანკი დაცული
ტერიტორიების მხარდასაჭერად 100 000 აშშ დოლარის მოცულობის
დაფინანსებას გამოყოფს.
თანხა მოხმარდება საქართველოში არსებული 10 დაცული ტერიტორიის:
ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას,
ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის და ფშავ-ხევსურეთის, მოვლასა
და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.