შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შიდა ქართლის სახელმწიფო
რწმუნებულად – გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა.
კახა სამხარაძე, 2014-2015 წლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის
გამგებლის პირველი მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს, ეკავა
საპასუხისმგებლო თანამდებობები -
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმი ნავთობისა და გაზის
მილსადენების მშენებლობის პროექტში, ასევე, იყო USAID-ის მიერ
დაფინანსებული, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი. შიდა
ქართლის ახალ გუბერნატორს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.
კახა სამხარაძემ იოსებ ოქრომელიძე შეცვალა, რომელიც დღემდე შიდა
ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობას
ასრულებდა.