საზოგადოება
საკანალიზაციო ჭის პრობლემა ბორჯომში რუსთაველის ქუჩაზე
ბორჯომში რუსთაველის პირველ შესახვევში მცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით საკანალიზაციო ჭიდან გადმოსული ფეკალური მასა ცენტრალურ გზამდე მოედინება. პრობლემის მოგვარების თხოვნით მათ როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე წყალმომარაგების კომპანიას მიმართეს. წყალმომარაგების კომპანიაში განაცხადეს, რომ საკანალიზაციო ჭა, რომელიც ღია მდგომარეობაშია დღის ბოლომდე დაიხურება.



Print