ახალი ამბები
ბორჯომს 100 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი გადაეცა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბორჯომის მუნიციპალიტეტს მაღალი გამავლობის ნაგავმზიდ მანქანებთან ერთად 100 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერიც გადასცა.

კონტეინერები უკვე ბორჯომშია და განთავსებამდე კეთილმოწყობის სამსახურის ტერიტორიაზე დასაწყობდა.ამ ეტაპზე 20 ერთეული კონტეინერი უკვე განთავსდა დაბა ბაკურიანში.კეთილმოწყობის სამსახური ბორჯომსა და მიმდებარე სოფლებში ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსებას ეტაპობრივად გეგმავს.

 


Print