საზოგადოება
„ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის“ – SJMC-ის პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია თბილისში
"ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის" - "სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრმა" (SJMC) პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია თბილისში გამართა. კონფერენციას პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, გენდერულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ერთწლიანი პროექტი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით განახორციელა.
Print