საქართველოს მთავრობა 34 სოფლის გაზიფიცირების სამუშაოების დაფინანსებას გეგმავს
13:12 / 24.01.2017
საქართველოს მასშტაბით, 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება
განხორციელდება, - გადაწყვეტილებას, ენერგეტიკის სამინისტროს
ასიგნებიდან, ამ მიზნით, 20 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ,
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით,
ბოლო წლების განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად
მიმდინარეობს, რისთვისაც უკვე 241 მილიონი ლარი გამოიყო და 160 000-ზე
მეტი აბონენტი გაზიფიცირდა.
"დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, დამატებით 34 სოფლის გაზიფიცირების
სამუშაოების დაფინანსებაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.