ახალი ამბები
ბორჯომში აქციაზე მრევლმა დეკანოზ თამაზ (ლომიძისგან) საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა
ბორჯომში, მეუფე სერაფიმეს მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია გაიმართა. მრევლმა, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დეკანოზის თამაზ (ლომიძის) მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება გააპროტესტა. ამის ნიშნად, მათ ხელი პეტიციას მოაწერეს და დეკანოზისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. მრევლს, მეუფე სერაფიმეს ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში დაბრუნება სურს. აქციის მონაწილეები, მათზე განხორციელებულ ზეწოლაზეც ალაპარაკდნენ და კონკრეტული პიროვნებებიც დაასახელეს. დეტალები ნახეთ სიუჟეტში.
Print