ახალი ამბები
მრევლის მშვიდობიანი პროტესტი ბორჯომში
ბორჯომელმა მრევლმა დღეს გერმანიის ეპარქიის ერთ-ერთი დეკანოზის თამაზ (ლომიძის) მიერ გავრცელებული განცხადება აქციაზე გააპროტესტა.

დეკანოზის მიერ სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიისა და ავსტრიის სამღვდელოება და მრევლი ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმე (ჯოჯუას) დანიშვნის გამო პროტესტს გამოთქვამს.
საპროტესტო აქცია 13:00 საათზე, ქალაქის ცენტრში
(ყოფილი გამგეობის მიმდებარე ტერიტორია) გაიმართა.

შეგახსენებთ,მეუფე სერაფიმე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას ბოლო 21 წლის განმავლობაში მართავდა, ამ წლების განმავლობაში, მეუფემ ბორჯომელი მრევლის დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.



Print