ახალი ამბები
გასულ წელს მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა
2016 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სიმთვრალის გამო 30 174 მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოხდა

როგორც შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა ავარიების გამომწვევი მიზეზების სამეულში კვლავ რჩება.

ჩამორთმეული 30 ათასი მართვის მოწმობიდან, ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ საბუთი უკან მაქსიმუმ 10%-ს დაუბრუნდა.
Print