ახალი ამბები
ბორჯომში 2016 წლის წარმატებული ადამიანები დააჯილდოვეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 2016 წელი შეაჯამა და წლის წარმატებული ადამიანები მადლიერების სიგელებით დააჯილდოვა. სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.
პარალელურად ბორჯომის სოციალურ სახელოსნოში, შშმ პირების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა გაყიდვა მოეწყო. გაიმართა კონცერტი ადგილობრივების შესრულებით.
Print