საზოგადოება
გაძვირებული პროდუქტი და უკმაყოფილო მოსახლეობა ბორჯომში
ბოლო პერიოდში საკვებ პროდუქტზე ფასები იმატებს. მოსახლეობის თქმით, პირველადი მოხმარების პროდუქტის შეძენა მათ მომატებულ ფასებში უწევთ. ადგილობრივების განცხადებით, გაძვირდა საწვავიც. მაღაზიებში, ფასების მატების მიზეზად, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებას ასახელებენ და მომდევნო კვირიდან პროდუქტის კიდევ უფრო გაძვირებას ვარაუდობენ.


Print