საზოგადოება
რეგიონებში გენდერული კვირეული იწყება
,, სახლი სადაც ძალადობას განიცდი სახლი არ არის“;
,,ადრეული ქორწინება ტვირთია“;
,,თანასწორობა ოჯახიდან იწყება“ - ეს გზავნილებია საზოგადოებისათვის, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი (SJMC) გენდერულ კლუბებთან ერთად სოციალური ქსელის საშუალებით, „ნარინჯისფერი ხელით“ 16 დღის განმავლობაში ავრცელებს.
ამით, ა.ო. „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“, (SJMC) სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში იწყებს საინფორმაციო კამპანიებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და უერთდება მსოფლიოში გაეროს 16 დღიან კამპანიას, რომელიც 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.
კამპანიის ფარგლებში 25 ნოემბერს, 13:00 საათზე, ქ. ბორჯომში, რუსთაველის მოედანზე ბორჯომის გენდერული კლუბი მართავს აქციას და თავის პოზიციას გამოხატავს ოჯახში ძალადობის, ქალთა დისკრიმინაციისა და გენდერული უთანასწორობის შესახებ.
ბორჯომის, მარნეულის, ახალციხისა და ნინოწმინდის გენდერული კლუბების წევრები ადგილობრივ თემებში გამართავენ შეხვედრებს, დისკუსიებს, საჯარო ფილმის ჩვენებებს, თეატრ- ფორუმებს. მოამზადებენ და სოციალურ ქსელში განათავსებენ ინფორმაციებს მათი საქმიანობისა და ქალთა უფლებების შესახებ. ადევნეთ თვალი ჰაშთაგს #Orangetheworld“ და #ნაბიჯითანასწორობისათვისSJMC
რეგიონული ტელეკომპანიების „ბორჯომის“, ახალციხის „მეცხრე არხის“, ნინოწმინდის „ფარვანა“-ს და „მარნეულის“ ეთერში ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გავა დოკუმენტური ფილმები რეგიონების წარმატებული ქალების ისტორიების შესახებ და თოქ-შოუები გენდერულ თემებზე.
საინფორმაციო კამპანია ტარდება პროექტის ფარგლებში „ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“, რომელსაც ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი (SJMC) შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
Print