ახალი ამბები
ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნა
დღეს ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნა.

გამარჯვების სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა II მსოფლიო ომში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი) გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ღონისძიებაზე საგალობლები შეასრულეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ვოკალურმა ანსამბლებმა.

მოგვიანებით ხელმძღვანელმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა „ძმათა სასაფლაოზე“ გადაინაცვლეს, სადაც II მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი და გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ბორჯომში ფაშიზმე გამარჯვების დღე სამამულო ომის ვეტერანების გარეშე აღინიშნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.