ახალი ამბები
ლიკანში ორი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა
ლიკანში, ორი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა.

პროექტის ფარგლებში, მესხეთის N 85-ში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, სკვერში დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები, გაზონების და გარე განათების ქსელის მოწყობა, ასევე მოეწყობა მოსასვენეველი სივრცეები.





მესხეთის N 39-ში, სკვერის მოწყობის პროექტი ითვალისწინებს, საერთო სამშენებლო სამუშაოებს, საპარკე სკამებისა და სანაგვე ურნების მონტაჟს, გარე განათების, წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ადგილობრივი თვითმართველიბის ხელმძღვანელი პირებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ახალგაზრდებისთვის სპორტული და გასართობი ზონების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.
Print