ახალი ამბები
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი შეარჩიეს
პარლამენტის თავმჯდომარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკო-ს წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარედგინა.


ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტში გამართულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიიღეს.


პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული იყო ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე.


ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი საკონკურსო კომისიას გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა, ხოლო ცესკო-ს წევრობის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადებები ლუხუმ ბურჯალიანმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა წარადგინეს.


კომისიის წევრებმა სხდომაზე ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილ ყველა კანდიდატს მოუსმინეს, რომელთაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარადგინეს.


9 წევრისგან შემდგარი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები და ასევე, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი. მათ შორის, ორი ორგანიზაციის წარმომადგენლის სურვილი იყო, კომისიის მუშაობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვამდე გადადებულიყო, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა, შემჭიდროებული ვადების გამო, ვერ გაიზიარა.


ამიტომ კომისიის წევრებმა, ნინო ჩხობაძემ და ზაურ ხალილოვმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადა ასევე, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ლევან შენგელიამაც.


​„კანონმდებლობის მიხედვით, კომისიას აქვს 7 დღე იმისთვის, რომ იმსჯელოს და შესაბამისი კანდიდატები პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინოს. 2 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა იყო, რომ კანდიდატების შერჩევა 15 აპრილამდე გადაგვედო, თუმცა, კომისიის წევრებმა ვიმსჯელეთ და რადგან ჩვენი უფლებამოსილება, კომპეტენცია და რაც მთავარია, ვადები არის ძალიან შეზღუდული მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომისიის მუშაობა არ გადაგვედო, რადგან 7-დღიანი ვადა საშუალებას არ გვაძლევს კანდიდატების მოსმენა კიდევ უფრო გადავწიოთ. ყველამ ვიცით, რომ კანონის მიღება არის პროცედურები და არა ერთჯერადი აქტი აქედან გამომდინარე, ეს პროცესი შეიძლება დაუსრულებლად გაიწელოს რა შემთხვევაშიც დაგვერღვეოდა უფლებამოსილება“, - განაცხადა შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე ზვიად გაბისონიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.