ახალი ამბები
ბაკურიანში ზვავში მოყოლილი კაცის ძებნის პროცესი დროებით შეჩერებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ბაკურიანში ზვავში მოყოლილი კაცის ძებნის პროცესი დროებით შეჩერებულია.

"რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე დროებით შეჩერდა ძებნა-შველის პროცესი. წინასწარ რთულია თქმა, როდიდან განახლდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები" - განუცხადეს ტელეკომპანია "ბორჯომს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ ქუთათელაძე კი ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ ადგილობრივები არიან დარჩენილები და საკუთარი ინიციატივით აგრძელებენ ძებნის პროცესს.

"ქარია, რთული მეტეოროლოგიური პირობებია და ვერტმფრენი ვერ შეძლებდა ფრენის განხორციელებას. ამიტომ, ძებნის პროცესი დროებით შეაჩერეს მაშველებმა და ავიაციამ. ამ დროისთვის, საკუთარი ინიციატივით ადგილზე რჩებიან ადგილობრივები ნიჩბებით და საკუთარი ძალებით აგრძელებენ ძებნას" - ამბობს ნუგზარ ქუთათელაძე. 

შეგახსენებთ, შემთხვევა 28 მარტს დღის პირველ ნახევარში მოხდა. ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების - ოთას და ოშორას - მიმდებარედ , ექვსი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოჰყვა.
Print