ახალი ამბები
ბაკურიანში ზვავში მოყოლილი კაცის ძებნა მესამე დღეა გრძელდება
ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცის ძებნა-შველის სამუშაოები უკვე მესამე დღეა გრძელდება. პროცესი დილიდან განახლდა. ძებნის პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა, ვერტმფრენი და დრონები.

შეგახსენებთ, შემთხვევა 28 მარტს დღის პირველ ნახევარში მოხდა. ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების - ოთას და ოშორას - მიმდებარედ , ექვსი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოჰყვა.
Print