საზოგადოება
„ათასობით ქალი ემიგრაციაშია, რომ ოჯახები ფულადი გზავნილებით არჩინონ“ - გაეროს ქალთა ორგანიზაცია
„ათასობით ქალი ემიგრაციაშია, რომ ოჯახები ფულადი გზავნილებით არჩინონ“ - ვკითხულობთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ისინი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას.

განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში აუნაზღაურებელი ზრუნვის საქმეს, ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ პროფესიული წარმატების მიღწევისა და პოლიტიკურ, თუ საჯარო ცხოვრებაში ჩართვისთვის ქალებს ნაკლები დრო რჩებათ. ამის გარდა, დიდი ყურადღება ეთმობა იმ ფაქტსაც, რომ ათასობით ქართველი ქალი ემიგრაციაშია, რათა ფულადი გზავნილებით ოჯახი არჩინონ.

„საქართველოში ქალები აუნაზღაურებელი ზრუნვის საქმეს 5-ჯერ უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ეს ნაკლებ დროს უტოვებს ქალებს პროფესიული წარმატების მიღწევისა და საჯარო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვისთვის. ეკონომიკური აქტივობის მიხედვით, ქალთა მაჩვენებელი (41.5%) კაცებისას (64%) მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 25-34 წლის ქალების თითქმის ნახევარი არ მუშაობს, ათასობით ქალი ემიგრაციაში წავიდა, რათა ფულადი გზავნილებით ოჯახები არჩინონ.

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დარღვევად რჩება და ქალების ხმა ხშირად არ ისმის პოლიტიკის შექმნის პროცესში თუ გადაწყვეტილების მიღების დროს. სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების დანერგვის მიუხედავად, ქალებმა საპარლამენტო მანდატების მხოლოდ ერთი მეხუთედისა და საკრებულოს მანდატების ერთი მეოთხედის მოპოვება შეძლეს. საქართველოში ქალი კანდიდატების 54%-ს განუცდია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა თუ შევიწროება საკუთარი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების დაცვა და წარმოჩენა, რათა ქალებმა თანასწორი ადგილი დაიკავონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სრულფასოვანად შეძლონ მონაწილეობის მიღება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.

„უფრო ძლიერი და სამართლიანი საზოგადოებების განვითარებისთვის აუცილებელია ქალთა უფლებების დაცვა და წარმოჩენა, რათა ქალებმა თანასწორი ადგილი დაიკავონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სრულფასოვნად შეძლონ მონაწილეობის მიღება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ეკონომიკის ყველა სექტორში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის, ქალებისა და გოგოების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრისთვის კი საჯარო და კერძო სექტორებიდან ინვესტირებაა საჭირო. ყველა ქალისთვის ღირსეული სამუშაოს უზრუნველყოფით, რაშიც დასაქმების დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრაც მოიაზრება, ასევე, სამართლიანი ანაზღაურებითა და ქალების ჩრდილოვანი ეკონომიკიდან ფორმალურ დასაქმებაში გადმოყვანით, შესაძლებელი გახდებოდა როგორც საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, ასევე ქალებისა და მათი ოჯახების სიღარიბიდან გამოყვანა. ამავდროულად, მეტი მხარდაჭერაა საჭირო იძულებით გადაადგილებული ქალების მიმართ, რომლებმაც დიდი გამძლეობა გამოიჩინეს და ლიდერების როლები შეითავსეს თავიანთ თემებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.“ - წერია გაეროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.