საზოგადოება
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა. შეზღუდვები შეეხო 106 ადამიანს და 88 კომპანიას, მათ შორის ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან და შრი-ლანკიდან.

გარდა ამისა, გაიზარდა იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის შეტანაც აკრძალულია რუსეთის ბაზარზე ან რუსეთიდან ევროკავშირში. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ახალი შეზღუდვა მიზნად ისახავს დრონების წარმოების შეფერხებას, ზოგი კი მიმართულია „რუსული ინდუსტრიული პოტენციალის განვითარების“ შესაჩერებლად.

ახალი შეზღუდვები სავარაუდოდ 24 თებერვლიდან, ომის ორიწლისთავზე ამოქმედდება.

ევროკავშირის ინფორმაციით, მე-13 პაკეტის შემოღების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2 ათასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ორიწლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების შემოღებას აპირებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორი ნულანდი ამბობს, რომ აშშ „ახალი გამანადგურებელი სანქციების პაკეტს“ უწესებს რუსეთს. ფოტო: კიევი,1 თებერვალი, 2024 წელი
ასევე ნახეთ
აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ბანკებსა და იარაღის ელემენტებზეა მიმართული - ვიქტორია ნულანდი
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ აწესებს „ახალი გამანადგურებელი სანქციების პაკეტს“ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის წლისთავთან და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით.

ფოტო არქივიდან. ბანკ ВТБ-ს ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. 2022 წლის ივნისი
ასევე ნახეთ
აშშ-ში საქმე აღუძრეს პუტინის მხარდამჭერ ოლიგარქებს
ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფართოვა იმ ადამიანების "შავი სია", რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. უწყების ცნობით, მას დაემატნენ ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურებისა და კომერციული ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევისთვის სამხედრო დახმარებასა და რუსეთის მიმართ ე.წ. არამეგობრულ ნაბიჯებზე პასუხისმგებლებად მიიჩნევს.

კონკრეტულად რამდენი ადამიანია შეყვანილი სიაში და ვინ არიან ეს ადამიანები, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დაკონკრეტებული არაა, მასში მხოლოდ ის წერია, რომ სია „მნიშვნელოვნად გაფართოვდა“.

წყარო: რადიო თავისუფლება
Print