საზოგადოება
ბორჯომში სახლების საყოველთაო კურთხევა დაიწყო
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაბადებიდან 90 წლის და აღსაყდრებიდან 45 იუბილისადმი მიძღვნილი სახლების საყოველთაო კურთხევა ბორჯომიდან დაიწყო. მრევლის ნაწილი და სასულიერო პირები გუშინ ბორჯომის ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც წყლის კურთხევა მოხდა. ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა დანიელმა დალოცა და აკურთხა ქალაქი, რის შემდეგაც ოჯახების კურთხევა დაიწყო.
Print