შაბათს, 17 სექტემბერს, „ბორჯომობა
2022“ გაიმართება. კულტურული და გასართობი ღონისძიებები ბორჯომის
ცენტრალურ ისტორიულ პარკში დღის 12 საათზე დაიწყება და საღამოს 9 საათამდე
გაგრძელდება.
ბორჯომ ქალაქობასთან დაკავშირებით 17 სექტემბერს ბორჯომის ცენტრალურ
პარკში შესვლა და ატრაქციონები უფასო იქნება. დილიდან საღამომდე
უფასოდ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. (R)