ახალი ამბები
ეკონომიკური საქმიანობები, რომელიც დღიდან დასაშვები ხდება
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 27 აპრილიდან დაიშვება:
  • მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება
  • ტაქსების ოპერირება
  • ონლაინ ვაჭრობა სრულად (საბითუმო და საცალო)
  • მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე
  • ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა
საუბარია იმ ობიექტებზე, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს აკმაყოფილებენ. 
  • მათ შორის, ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება;
  • ე.წ. ონლაინ ვაჭრობა დასაშვები იქნება იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილზე/საწყობში არაუმეტეს 5 ადამიანი იქნება.
Print