ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 257-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 257 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4 872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 453 პირი.
შეგახსენებთ,რომ 257 ინფიცირებულიდან 67 გამოჯანმრთელდა.გარდაცვლილია 3 ადამიანი.
Print