ახალი ამბები
ხაშურის მუნიციპალიტეტში ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა
ხაშურის მუნიციპალიტეტში ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ ინფიცირებული თბილისშია გადაყვანილი და მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა. არსებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ნიმუშის აღებისას Covid 19-ით ინფიცირება დაუდასტურდა, თბილისის მცხოვრებია და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მდებარე აგარაკზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.
Print