ახალი ამბები
კორონავირუსისგან 60 პაციენტი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსისგან 60 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 242 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 60 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.
Print