ახალი ამბები
"ეკლესიაში არმისვლა ცოდვაში არ ჩაეთვლება მას, ვისაც მიზეზი აქვს" - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, ბზობის დღესასწაულზე ეკლესიაში არმისვლა ცოდვაში არ ჩაეთვლება მას, ვისაც მიზეზი აქვს, რომ არ მივიდეს. „ცოდვაში არ ჩაეთვლება არმოსვლა იმას, ვისაც რაიმე მიზეზი აქვს, რომ არ მოვიდეს. ან შეუძლოდ გრძნობს თავს ან შინაგანად განიცდის ასე. ჯანმრთელ ადამიანს უთხრა, რომ არ მოხვიდე და არ ქნა რაღაც, მოაზროვნე ადამიანს მაშინ უნდა აუხსნა, რატომ არ? მე რომ ვიღაცამ მითხრას, რომ არ მოხვიდე ტაძარშიო, ვიკითხავ, გასაგებია, მაგრამ რატომ?“ - აცხადებს მეუფე.

რაც შეეხება ბზის გაყიდვას, მისი თქმით, ბზა საერთოდ არ უნდა იყიდებოდეს.

ბზა საერთოდ არ უნდა იყიდებოდეს. ახლა არ ვიცი როგორ იქნება, იმიტომ, რომ ძირითადად ეკლესია არ აკეთებს ხოლმე ამას, ესენი არიან მოვაჭრეები, რომლებიც ჩეხავენ და ჩამოაქვთ და ძალიანაც კარგი თუ არ აჩეხავენ ამ ბზას“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

წელს ბზობის დღესასწაული 12 აპრილს აღინიშნება. ცალკეული ტაძრის წინამძღვრები აცხადებენ, რომ მათ ეკლესიაში ბზა არ გაიყიდება, რათა „არ იყოს მხოლოდ ბზის საყიდლად მისული ადამიანების მოზღვავება“.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.